ბათუმში რამდენიმე ქუჩას დენი არ მიეწოდება მიზეზი ქვესადგურის ხანძარია

14 ნოემბერი 2024, 19:52 869 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, ორბელიანის, ლეონიძის, რურუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ორბელიანის ქუჩაზე ქვესადგურ „ბათუმი 2-ში“ მომხდარი ხანძარია. ცეცხლი ელექტრო დანადგარს გაუჩნდა, ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა დროულად შეძლეს.
ენერგო- პროს ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ზარალი საკმაოდ დიდია და მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია სპეციალისტთა ჯგუფები და დენის მიწოდების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, აბონენტთა დიდ ნაწილს ელექტრო მომარაგება დღესვე აღუდგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში