ხანძარი ელექტრო ქვესადგურში

15 ნოემბერი 2024, 00:16 459 ნახვა

ხანძრის შედეგად დაზიანებული ქვესადგურის გამო აბონენტებისთვის დენი მიწოდება ნაწილობრივ აღდგა.

კომპანია ენერგო- პროში აცხადებენ, რომ მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის შედეგად დაზინებული ქსელის აღდგენა. " ამ ეტაპზე აბონენტების უმრავლესობას , რომელიც აღნიშნული ქვესადგურიდან მარაგდება ელექტრო ენერგია სტაბილურად მიეწოდება, მაგრამ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე დღეს სრულად აღდგენა შეუძლებელია. გამორთულია 450-მდე აბონენტი ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. " - ნათქვამია კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

14 ნოემბერს ხანძარი " ქვესადგურ 2-ს" გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ქუჩაზე ასობით აბონენტს დენის მიწოდება დროებით შეუწყდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში