დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ხორვატიას უმასპინძლებს

15 ნოემბერი 2024, 09:49 338 ნახვა

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლებს. 

ორმატჩიანი დუელის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 
პირველი შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს, 15 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ახალაგზრდულმა ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე 19 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რითაც მხოლოდ ნიდერლანდებს ჩამორჩა.

ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში 22 ქულით ასევე მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ პორტუგალიამ აჯობა. 

ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე აქამდე ხუთჯერ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ერთჯერ.

საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებები აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ.ბალანსი კი თანაბარია, თითო მოგება და ორი ფრე.

ამ ნაკრებებს შორის საპასუხო მატჩი ხორვატიაში 19 ნოემბერს გაიმართება.
დღევანდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 18:55 საათიდან გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში