ევროპის თასის ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოისტი ბათუმში დაბრუნდა 

15 ნოემბერი 2024, 10:09 526 ნახვა

უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ჭიაბრიშვილი გახდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს იოანე აბალაკმა, ნიკოლოზ გივიშვილმა და ბათუმის სპორტის სასახლის ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ. საბასთვის ეს ევროპის თასზე მეორე გამოსვლა იყო.

ბათუმელი ძიუდოისტი უკვე დაბრუნდა ბათუმში და ვარჯიშს ჩვეულად აგრძელებს. აქვე გეტყვით, რომ ევროპის თასზე კიდევ ერთმა ბათუმელმა ძიუდოისტმა დაჩი შერიფაძემ იასპარეზა, რომელმაც პირველი ბრძოლა მოიგო, თუმცა შემდეგ დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში