ომი ახლო აღმოსავლეთში

15 ნოემბერი 2024, 09:59 243 ნახვა

ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელის იერიშებს ლიბანის სამხრეთით, ნაბათიეს რაიონში 6 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა სამოქალაქო თავდაცვის ცენტრზე მოხდა. საჰაერო თავდასხმა იყო ქალაქ ბაალბეკთან, სადაც დაიღუპა 12 მაშველი.

ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით, „ჰეზბოლა“ მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ ნებისმიერ დროს გაიყვანოს თავისი ძალები ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან.

ისრაელმა იერიში მიიტანა ასევე სამხედრო ობიექტებზე სირიაში. სახელმწიფო მედია 15 ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინება.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მათი სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ შტაბ-ბინები იყო. მძიმე ვითარებაა ღაზის სექტორში, სადაც ომის დაწყების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობამ 43 ათას 700-ს გადააჭარბა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში