რუსეთის თავდასხმას ოდესაზე მსხვერპლი მოჰყვა

15 ნოემბერი 2024, 09:00 251 ნახვა

ოკუპანტის იერიშის შედეგად ოდესაში 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის 1 მოზარდია. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს ფრონტზე 138 საბრძოლო შეტაკება მოხდა. 22-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 66 აფეთქება.

უკრაინულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ცნობები, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქში სოფელ რივნოპოლის დაკავების შესახებ.

ასევე მათი ცნობით, ოკუპანტებს წინსვლა აქვთ კურახოვეს მიმართულებით რამდენიმე დასახლებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში