„გასტრო ბათუმი“ - მეორე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი

15 ნოემბერი 2024, 10:51 398 ნახვა

ბათუმი მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმს „გასტრო ბათუმს“ უმასპინძლებს. ღონისძიება ხვალ დაიწყება და  სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება,ფორუმის  ფარგლებში ბათუმს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ესტუმრებიან.

ფორუმის პირველ დღეს,ანუ ხვალ  ისინი ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ, 17-18 ნოემბერს კი ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები ადგილობრივი მზარეულებისთვის.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში