"რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ - საერთაშორისო კონფერენცია

15 ნოემბერი 2024, 11:02 361 ნახვა

"რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ - ამ სახელწოდებით ბათუმში რიგით მეორე საერთაშორისო  კონფერენცია მიმდინარეობს.  ორდღიანი კონფერენცია  ქართველი და უცხოელი სპეციალისტების თემატურ პრეზენტაციებს, ვორქშოფებსა და დისკუსიებს მოიცავს. ბულვარის ისტორიისა და ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია  კონფერენციის მონაწილეებს  ბულვარის დირექტორმა   გააცნო. 

ურბანული რეკრეაციული პარკების მართვა თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ტენდენციები ურბანულ გამწვანებაში,  საქალაქო პარკების როლი ეკოლოგიურ განათლებაში, მწვანე ურბანული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის შესახებაც მონაწილეები  ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ.

კონფერენციაზე იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, პოლონეთის წარმომადგენლები აუდიტორიას ურბანულ პარკებში არსებულ სხვადასხვა პრაქტიკას, გამოცდილებასა და   საერთო გამოწვევას გაუზიარებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში