რატომ ითხოვენ უფასო სასადილოში მენიუს შეცვლას

16 აპრილი 2017, 00:00 2653 ნახვა

სააღდგომო ნობათი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს სასადილოს ბენეფიციარებს პარასკევს დაურიგდათ.

დავინტერესდით როგორია მათი მენიუ, დღეს, აღდგომის დღესასწაულზე.

ბენეფიციარები მენიუს შეცვლას ითხოვენ. მათი თქმით, სოსისი, რომლითაც იკვებებიან, საჭმელად გამოუსადეგარია. პროგრამით მოსარგებლეებმა სოსისის ჩანაცვლების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს.

სასადილოს დირექტორის ბადრი გოგიძის თქმით,  უკვე ერთი თვეა ხორცპროდუქტი მენიუდან ამოიღეს, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საჭირო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. გოგიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ დაწუნებული პროდუქტის ახლით ჩასანაცვლებლად აღნიშნულ კომპანიას 10 დღის ვადა მიეცა. 

ამავე კატეგორიაში