პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია Sky Express-თან თანამშრომლობას იწყებს

16 ნოემბერი 2024, 11:32 201 ნახვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს, იუანის გრილოსის და  ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ავიაკომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"Sky Express საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ პირდაპირი რეგულარული რეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით დაიწყო. ახალი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზაზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას საბერძნეთიდან," - აღნიშულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში