ჩეხეთში უნდა წავიდეთ მოსაგებად და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ - გიორგი მიქაუტაძე

17 ნოემბერი 2024, 10:47 265 ნახვა

ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ შეაფასა.

ქართველმა ფორვარდმა იმედი გამოთქვა, რომ „ჯვაროსნები“ ჩეხეთთან მატჩს მოიგებენ.

„ბათუმში მაგარი ატმოსფერო იყო. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. სულ ვცდილობთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. შეცვლაზე შემოვედი და მინდოდა, 100 პროცენტით მეთამაშა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი. ეს ერთი გოლით შევძელი.

 

ჩეხეთში დარჩენილ შეხვედრას რაც შეეხება, უნდა წავიდეთ მოსაგებად და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს, გასვლაზე ჩეხეთთან გამართავს.

მატჩი ოლომოუცში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში