სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაიბომბა, დაიღუპა10 ადამიანი - უკრაინული მედია

18 ნოემბერი 2024, 10:37 326 ნახვა

ათი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 52 დაშავდა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ  სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად.  რუსული რაკეტა მოხვდა  ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს - განაცხადეს უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურმა და სამხედრო ადმინისტრაციამ.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის პარალელურად  კორპუსიდან  მობინადრეთა ევაკუაცია მოახდინეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში სარაკეტო თავდასხმის შედეგად  ჩაიმტვრა  ფანჯრები და დაზიანდა  ფასადი. სუმიზე თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც  რუსეთმა  უკრაინის ელექტრო ქსელზე განახორციელა იერიში. ოფიციალური  კიევის განცხადებით,  მასშტაბური თავდასხმა 120 რაკეტით და 90 დრონით განხორციელდა, რამაც შვიდი ადამიანი იმსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში