საბერძნეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

18 ნოემბერი 2024, 10:08 239 ნახვა

თესალონიკსა და ათენში სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ 1973 წლის სტუდენტური აჯანყების მორიგ წლისთავზე  გამართული მსვლელობა პოლიციასთან  შეტაკებებში გადაიზარდა.  

აქციის მონაწილეები  ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომს გამოეხმაურნენ და  პალესტინელ ხალხს სოლიდარობის ძლიერი მესიჯი გაუგზავნეს.

თესალონიკში მომიტინგეებმა ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილები ააფეთქეს და  აშშ-ის, ასევე ისრაელის დროშები დაწვეს, ხოლო ათენში მსვლელობა  აშშ-ის  და ისრაელის საელჩოებთან მოეწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში