აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროებს გამოიყენებს. სოციალურ ქსელში კონსერვატიული ორგანიზაციის, პრეზიდენტმა, ტომ ფიტონმა დაწერა, რომ ტრამპი მზადაა, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და სამხედროები გამოიყენოს დეპორტაციისთვის. ტრამპმა ფიტონის პოსტი გააზიარა და დაწერა, რომ ეს მართალია.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირება მილიონობით არალეგალი მიგრანტის ქვეყნიდან გაძევება იყო და მისი გუნდი უკვე მუშაობს ამ გეგმის შესრულებაზე.
ტრამპმა იმიგრაციისა და სასაზღვრო კონტროლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ტომ ჰომენი დაასახელა. ჰომენს ტრამპი საზღვრის მეფედ მოიხსენიებს.