მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან

19 ნოემბერი 2024, 10:51 209 ნახვა

მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან.

საქართველის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეები აფარებენ დროშებს და გადაღებასა და პირდაპირ ეთერში ჩართვებში ხელს უშლიან.

აქცია ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. გადაკეტილია სამანქანო მოძრაობა.

გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს.

სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში