მანუჩარ მარკოიშვილი ''მონაკოს'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

19 ნოემბერი 2024, 13:18 809 ნახვა

 საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 

ეს გადაწყვეტილება ''მონაკოს'' ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარი მწვრთნელი, საშა ობრადოვიჩი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა.                                                                                                                                                                                                                                           
აქამდე მარკოიშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ქართულ საკალათბურთო ისტორიაში, როცა ქართველი მწვრთნელი ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში