რუსეთმა თავი უნდა დაიცვას - ერდოღანი

20 ნოემბერი 2024, 10:55 249 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანის შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ რუსეთს უნდა გადაედგა ნაბიჯები თავის დასაცავად. ერდოღანმა ნატოს მოუწოდა ყურადღებით  განიხილოს რუსული განცხადება.

რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა ხელი  ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს, რომლის თანახმად რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

ერდოღანმა ბრაზილიაში დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთს უნდა შეენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და რომ ის გააგრძელებს მშვიდობისკენ მოწოდებას, მიუხედავად უკრაინის შეტევისა რუსეთზე ამერიკული ატაკამსის რაკეტების გამოყენებით, რაც მისი თქმით, არ იყო პოზიტიური გადაწყვეტილება."

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში