აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

20 ნოემბერი 2024, 12:51 304 ნახვა

კიევში, აშშ-ის საელჩომ 20 ნოემბერს მოსალოდნელ პოტენციურ ძლიერ საჰაერო დარტყმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აშშ-ის მოქალაქეებს მზადყოფნისკენ მოუწოდა.

საელჩომ უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, მზად იყვნენ საჰაერო განგაშისთვის და სწრაფად მოძებნონ უსაფრთხო თავშესაფარი.

"კიევში აშშ-ის საელჩომ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, 20 ნოემბერს პოტენციური მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ. სიფრთხილის მიზნით, საელჩო დაიხურება და საელჩოს თანამშრომლებს მიეცათ მითითება უსაფრთხო ადგილზე დარჩნენ. აშშ-ის საელჩო, აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, მზად იყვნენ საჰაერო განგაშისთვის და სწრაფად მოძებნონ თავშესაფარი," - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში