აკადემიური წრის წარმომადგენელთა ნაწილი აქციის დაშლას გამოეხმაურა

20 ნოემბერი 2024, 14:19 246 ნახვა

პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორებისა და დოქტორანტების ერთობლივი განცხადება.  400-მდე ადამიანი ერთობლივი განცხადებით გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას. მიაჩნიათ, რომ  უნივერსიტეტმა სტუდენტებისა და პროფესორების წინააღმდეგ   პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა,  კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად. 

განცხადებაზე ხელმომწერების აზრით, ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.     

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოვალეობაა, იდგნენ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის, განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ  მაშინ, როცა  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა, იგივე შესაძლებლობა არ მიეცათ  თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში