რუსეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

20 ნოემბერი 2024, 13:50 256 ნახვა

რუსეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინმე ნიკოლაი გაიდუკი  მარტში კალინინგრადის გაზგამანაწილებელ სადგურზე მილის აფეთქებაში  მონაწილეობდა. იგი პოლონეთიდან კალინინგრადში შესვლის მცდელობის დროს დააკავეს, როცა მისი ავტომობილის ჩხრეკისას თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში