თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდში

17 აპრილი 2017, 00:00 2378 ნახვა

თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. მუხათგვერდიდან, ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „გმირთა სავანეში“ გადაინაცვლეს, სადაც აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალული.  თავდაცვის მინისტრი დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა, მიულოცა აღდგომის ბრწყიმვალე დღესასწაული. ადგილზე  მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და საქართველოს შეიარარებული ძალების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში