არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ თსუ-ს რექტორმა გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში - მამუკა მდინარაძე

20 ნოემბერი 2024, 15:19 267 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე თსუ-თან გამართულ აქციებს და რექტორის გადადგომის მოთხოვნას სოციალურ ქსელში იუმორით ეხმაურება. 

"ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხო საერთოდო. რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში"- წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში