ისრაელის შსს მინისტრის განცხადება

17 აპრილი 2017, 00:00 2381 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელის სახელმწიფოს საზღვრის კვეთას ეხება.

უწყების ინფორმაციით, ''ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, დღეიდან  ამოქმედდა ახალი რეგულაცია. კერძოდ, ''საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების პროცედურები”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

საქართველო მსოფლიოში უსაფრთხო ქვეყნებს შორის 29-ე ადგილზეა.  ჩვენმა ქვეყანამ პოზიცია სამი პუნქტით გაიუმჯობესა.  კვლევა  შვეიცარულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ -,,მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა” ჩაატარა. 

ამავე კატეგორიაში