ერდოღანის გამარჯვება და ოპოზიციის პროტესტი

17 აპრილი 2017, 00:00 2735 ნახვა

 

თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკვე გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ერდოღანმა თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მან საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ საყოველთაო კენჭისყრის შედეგები რესპუბლიკას სარგებელს მოუტანს. მან სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხის დღის წესრიგში დაყენების პირობაც დადო.

თურქეთის პირველ პირს წარმატება მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმაც. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთმა თავისი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.

რეფერენდუმის შედეგები სტამბოლის ქუჩებში გააპროტესტეს. თურქეთის ოპოზიცია შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ერდოღანის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმის შედეგებით პრეზიდენტმა თავისი ავტოკრატული ხელისუფლების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

კრიტიკოსები რეფერენდუმის შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ, რაც მათი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიას დააზარალებს და ერს გახლეჩს. 

ამავე კატეგორიაში