ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

21 ნოემბერი 2024, 20:37 264 ნახვა

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა გიორგი გოგიჩაიშვილის სახელობის, ტრადიციული, ღია რესპუბლიკური ტურნი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრება, უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, 15 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს, ყაზახეთისა და სომხეთის 210 წარმომადგენელი ასპარეზობდა.
გიორგი გოგიჩაიშვილი იყო სანიმუშო თანაქალაქელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და მრავალი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ტურნის გამარჯვებული, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, ღვაწლმოსილი სპორტის მუშაკი და ადამიანური ღირებულებებით გამორჩეული პიროვნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში