ბათუმელების რა პროცენტი იყენებს ველოსიპედს ტრანსპორტად - გაეროს განვითარების ფონდის კვლევა

17 აპრილი 2017, 00:00 4521 ნახვა

ფოტო:სოფო ჟღენტი

გაეროს ფონდის დაფინანსებით,   ბათუმში პროექტი „მწვანე ქალაქი“ ხორციელდება, რომელიც საკურორტო ქალაქში  ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს. საუბარია როგორც მუნიციპალურ ავტობუსებზე, ასევე, ველოტრანსპორტზე, რომელიც ბათუმის რელიეფის გათვალისწინებით, ძალიან მოსახერხებელია. არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურაც.

გაეროს ფონდმა სპეციალური კვლევაც ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მოსახლეობის 36% საზოგადოებრივი ტრანსპორტით,  32% კი ფეხით გადაადგილდება. მოსახლეობის  31 % კერძო ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას. კვლევის გაანალიზების შედეგად, დადგინდა, რომ ტრანსპორტის გამოყენების მსგავსი გადანაწილება ახლოს დგას ევროპის პატარა ქალაქების მაჩვენებელთან, სადაც კერძო ავტომობილების  ნაცვლად, მოქალაქეები ალტერნატიულ ტრანსპორტს ანიჭებენ უპირატესობას.

მიუხედავად ამისა, ველოსიპედს, როგორც ტრანსპორტს, გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 0, 28% მოიხმარს. პროექტის „მწვანე ქალაქი“ ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია იმის გათვალისწინებით,  რომ ბათუმში ველოტრანპორტისთვის გარკვეული ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს.

 სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია A+S ConsultGmbH ასრულებს, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია.
 კვლევის ფარგლებში,  ქალაქის 78 სატრანსპორტო ზონაში დაახლოებით 1 550 ოჯახი გამოიკითხა. კვლევისაც, ასევე,  44 საქალაქო მარშრუტზე მგზავრთა ნაკადი დაითვალეს.

ფოტო: დავით ტრაპაიძე (კრიტიკული მასა 2015) 

 

 

ამავე კატეგორიაში