ბათუმის ბიუჯეტის საჯარო განხილვის შემაჯამებელი შეხვედრა 

22 ნოემბერი 2024, 11:03 276 ნახვა

ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. დღეს ბიუჯეტის პროექტს რუსთაველის, ძველი ბათუმის, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობა გაეცნო.

საჯარო განხილვები ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობდა. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 492 მილიონი ლარია.

ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში