უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის უკრაინის საკითხზე რუსეთში მომზადებული დოკუმენტი ხდება ცნობილი

23 ნოემბერი 2024, 11:56 67 ნახვა

უკრაინის  თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი გახდა რუსეთში მომზადებული დოკუმენტი, რომელიც 2 045 წლამდე მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის განვითარების პროგნოზს მოიცავს და მასში უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფაა გათვალისწინებული. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის განცხადებით,  დოკუმენტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბში დაახლოებით გასული წლის დეკემბერში მომზადდა.
ვადიმ სკიბიცკის თქმით, ეს დოკუმენტი საფუძვლად ედება პერსპექტიულ თავდაცვით დაგეგმვას გარკვეული დროის პერიოდით. სულ მცირე 10 წლით, კერძოდ კი 2026-2035 წლის პერიოდისთვის, 2045 წლამდე პერსპექტივით. სკიბიცკიმ ასევე აღნიშნა, რომ მძლავრი ეკონომიკური, ტერიტორიული და სამხედრო პოტენციალის მისაღებად პუტინს მთელი უკრაინა სჭირდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში