ისრაელის იერიშს ბეირუთის ცენტრში მსხვერპლი მოჰყვა

23 ნოემბერი 2024, 11:57 67 ნახვა

ისრაელმა მასირებული საჰაერო თავდასხმა განახორციელა ბეირუთის ცენტრში რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 8 სართულიან საცხოვრებელ შენობას 5 რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე განხორციელდა, აფეთქებების ხმა ისმოდა მთელ ქალაქში. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, კონფლიქტს ქვეყანაში 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში