ფესტივალი „განდაგანა“

23 ნოემბერი 2024, 11:57 75 ნახვა

ბათუმი ფესტივალ „განდაგანას მეორე დღეა მასპინძლობს, ისევე როგორც გუშინ დღესაც ტერიტორიაზე მოწყობილია ჯიხურები სადაც ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, ასევე შეგიძლიათ დაესწროთ აჭარული კერების მასტერკლასებს.
ტერიტორიაზე   უხვად ნახავთ გამოფენილ და გასაყიდ ხელნაკეთ ნივთებს,  მეწარმეები გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მეტია.  ფესტივალი „განდაგანა“ გუშინ გვიანობამდე გრძელდებოდა. ქართული მუსიკალური ჯგუფების კონცერტს მრავალრიცხოვანი მაყურებელი დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში