მოითხოვს თუ არა ოპოზიცია ოფიციალურად მანდატების გაუქმებას - უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, პირველ სხდომას არ დაესწრებიან, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, ამაზე აზრები გაყოფილია.
სამი ოპოზიციური პარტია აკონკრეტებს, რომ უარს ამბობს მანდატებზე. მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატების გაუქმებისა და სიების ჩახსნის შესახებ განცხადებები პარლამენტში ერთდროულად შეიტანონ.
რაც შეეხება პარტიას "გახარია საქართველოსათვის", აქ აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ამას თავად გადაწყვეტენ.