ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში დიქტატურა არ არის. ამის შესახებ მან მინსკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით ჰიტლერი და სტალინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დიქტატორები, რადგან მათ შესაბამისი ძალაუფლება ჰქონდათ.