საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას ა/ო არ აპირებენ

17 აპრილი 2017, 00:00 2256 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებები იგეგმება საქართველოშიც. ცვლილებათა პაკეტზე საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. გავრცელებულ ინფორმაციას, კომისიის დატოვების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არ ადასტურებენ.

კომისიის წევრის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, საია  ხვალისთვის დაგეგმილ ადამიანის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრება. თუმცა გოცირიძის თქმით, რიგ საკითხებზე ისინი მმართველ გუნდთან ვერ შეთანხმდნენ.

კომისიის დატოვებას არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კომისიიდან მათი შესაძლო გასვლის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს. 

ამავე კატეგორიაში