სექტანტურ ძალადობას პაკისტანში 18 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით ერთ-ერთ რაიონში შეიარაღებული პირების მიერ თავდასხმები გასული კვირის ბოლოს დაიწყო. შურისძიების მიზნით გადაწვეს ბენზინგასამართი სადგურები და დააზიანეს ქონება.
წყარო „როიტერს“ ასევე იტყობინება, რომ თავდასხმების დაწყებიდან მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 58-ს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსნები ჩავლენ რეგიონში და ორივე მხარის ტომის უხუცესებთან შეეცდებიან წესრიგის აღდგენას.