უკრაინამ კურსკში დაკავებული ტერიტორიის  40% დაკარგა - Reuters

24 ნოემბერი 2024, 12:36 180 ნახვა

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა, რომელიც აგვისტოში მოულოდნელი შეჭრის შედეგად დაიკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარო აღნიშნავს, რომ კიევის ძალების სწრაფი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა კურსკის ოლქში 59 ათასი ჯარისკაცი განალაგა.
უკრაინა მაშინ 1 300-ზე მეტ კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებდა, თუმცა წყაროს ინფორმაციით ახლა ეს ტერიტორია 800 კვადრატულ კილომეტრამდეა და მტერი კონტრშეტევებს აძლიერებს.
როიტერი წერს, რომ კურსკში შესვლის მიზანი იყო კიევს შეეჩერებინა რუსეთის თავდასხმები აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, შესაბამისად იძულებული გაეხადა რუსეთი უკან დაეხია ის ძალები, რომლებიც აღმოსავლეთში თანდათან წინ მიიწევდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში