კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ სამი ლიცენზია მოიპოვა. ბელგიაში გამართული ევროპის თასი 2025 წლის პლანეტის პირველობის ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ამათგან სამმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მოახერხა. პირველ ადგილზე ქალთა შორის ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი თეონა გაზდელიანი გავიდა, დათა ფუტკარაძემ და ლაშა შანთაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებს მანამდე უკვე ჰქონდა ხუთი ლიცენზია, რომლებიც ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს.