საპროტესტო აქცია

26 ნოემბერი 2024, 11:58 289 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევის სხდომის პარალელურად რეგიონის საკანონდებლო ორგანოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.  

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მეექვსე მოწვევის უმაღლესი საბჭოს სხდომა არალეგიტიმურია, ისევე როგორც პარლამენტის შემადგენლობა. ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

შეკრებილ სტუდენტებს, მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს უმაღლესი საბჭოს ის ოპოზიციონერი დეპუტატებიც შეუერთდნენ, რომლებიც აპირებენ სიები ჩახსნან და მანდატებზე უარი თქვან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში