ფესტივალი ''პირველი ავტოგრაფი''

26 ნოემბერი 2024, 18:32 564 ნახვა

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ს ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრემიერო სპექტაკლის ჩვენება გამართეს.
სასკოლო დასმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოები „დიდრო“ წარუდგინა.

ახალგაზრდები სპექტაკლზე რამდენიმე თვე მუშაობდნენ.

ფესტივალზე წარდგენილი სპექტაკლი არასაკონკურსოა და ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ოთხ თეატრალურ დადგმას ნახავს მაყურებელი და ჟიური, რომელიც სასკოლო დასების ნამუშევარს შეაფასებს.


ჟიურის წევრები არიან რეჟისორი ლევან წულაძე, დრამატურგი თამარ ბართაია, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი და თანატოლი ჟიური.

წელს გაზრდილია ფესტივალის მასშტაბები და მასში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ათობით დასი მონაწილეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში