ჩინეთის თავდაცვის მინისტრი კორუფციაშია ეჭვმიტანილი

27 ნოემბერი 2024, 08:59 214 ნახვა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის დონგ იუნის წინააღმდეგ აღიძვრა საქმე  მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, რომელმაც სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მაღლჩინოსნებიც მოიცვა-წერს ფაინენშელ თაიმსი აშშ-ის ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

დონგი ზედიზედ მესამე თავდაცვის  მინისტრია, რომლის წინააღმდეგ სავარაუდო კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

ჩინელმა სამხედროებმა გასული წლიდან  ფართომასშტაბური ანტიკორუფციული წმენდა განიცადეს, სულ მცირე ცხრა გენერალი და თავდაცვის მრეწველობის რამდენიმე ხელმძღვანელი ეროვნული საკანონმდებლო ორგანოდან გარიცხეს.

დონგი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, თავდაცვის მინისტრად  2023 წლის დეკემბერში დაინიშნა. მისი წინამორბედი ლი შანგფუ, თანამდებობაზე დანიშვნიდან  შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში