ისრაელმა ჰესბოლა ათწლეულებით უკან დახია - ნეთანიაჰუ

27 ნოემბერი 2024, 08:59 218 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაასუსტა ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა და იგი დააბრუნა ათწლეულების წინანდელ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე.

სატელევიზიო მიმართვაში ნეთანიაჰუმ თქვა, რომ  ჰამასის მოკავშირე ჰეზბოლა, რომელსაც მხარს უჭერს ირანი, გაცილებით სუსტია, ვიდრე კონფლიქტის დასაწყისში იყო. თუმცა არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ  ჰეზბოლასთან  დაზავება დააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას განადგურებულ ღაზაში, სადაც ისრაელი  პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს ებრძვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში