წითელ ზღვაში დაკარგულ ტურისტებს ეძებენ

27 ნოემბერი 2024, 13:05 318 ნახვა

ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე ტურისტული გემის ჩაძირვის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ოთხი დაღუპულის ცხედარი იპოვეს და ახლა  შვიდ დაკარგულს ეძებენ.

ტურისტული ნავი სი სთორი ორშაბათს  სატაიას რიფთან ჩაიძირა, ბორტზე 31 ტურისტი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. ნავი ძლიერ შტორმში მოჰყვა და  ხუთ-შვიდ წუთში ჩაიძირა.  

ხომალდს ბოლო ტექნიკური შემოწმება მარტში ჩაუტარდა და საზღვაო უსაფრთხოების ორგანოსგან უსაფრთხოების ერთწლიანი სერტიფიკატი მიიღო. შემთხვევა უამინდობის დროს მოხდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში