ისლამაბადში საპროტესტო აქციები დროებით შეწყდა

27 ნოემბერი 2024, 13:01 264 ნახვა

ისლამაბადში მომიტინგეებისგან  დაცარიელებული ქუჩები  სავსეა დამსხვრეული მანქანებით, დამწვარი ურნებით, ქვებითა და აგურებით, რომლებსაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს ესვროდნენ.

პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა შუაღამისას საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. დაკავებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის იმრან ხანის ასობით მხარდამჭერი.

პარლამენტის შენობის წინ  მჯდომარე პროტესტი შეწყდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში