ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

28 ნოემბერი 2024, 09:09 367 ნახვა

ბათუმში, სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი გამოწვევები შექმნა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 90 მისამართიდან შემოსულია მოქალაქეების განაცხადები მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით.

მათივე განმარტებით, თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.

"ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ბათუმელს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურდება და დაუკმაყოფილდება ის მოთხოვნები და ხარჯები, რაც სტიქიის შედეგად მიადგება. მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება უამინდობა, შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას", - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში