ბელგრადში მთავრობის მომხრე და მიწინააღმდეგე დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

28 ნოემბერი 2024, 08:05 186 ნახვა

ბელგრადში მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. საზოგადოების აღშფოთება რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას მოჰყვა,  რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

სერბეთის დედაქალაქში ოპოზიციის პროტესტი მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ჩაშალეს, თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოება არაერთხელ გამოვიდნენ ქუჩებში და  ქალაქ ნოვი სადში მომხდარი ტრაგედია სამთავრობო კორუფციასა და ნეპოტიზმს დაუკავშირეს, მმართველი კოალიცია უარყოფს ამ ბრალდებებს, მაგრამ პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში