ტრამპმა თავის მომავალ ადმინისტრაციაში ახალი პოზიცია დაასახელა

28 ნოემბერი 2024, 09:01 199 ნახვა

დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელმაც მას  უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა, უკრაინის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაასახელა. 

კელოგი, რომელიც  თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსი იყო ტრამპის პრეზიდენტობის წლებში და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მრჩეველი, სავარაუდოდ ცენტრალურ როლს შეასრულებს კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში მის ახალ თანამდებობაზე.

იმის მიუხედავად, რომ ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინის ომში სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია არ არის, ტრამპმა პირადად გამოხატა ინტერესი მისი შექმნის შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში