მეწყრული პროცესები ქობულეთში

28 ნოემბერი 2024, 18:31 249 ნახვა

უხვი ნალექის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეღვა, კვირიკე, სოფელ ქობულეთსა და დაბა ჩაქვში მეწყრული კერები განვითარდა.
მერიამ 2 ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. ცხელ ხაზზე სტიქიის შესახებ 19 შეტყობინება შევიდა.
დაბა ჩაქვში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს არ მიეწოდება შუქი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფლების შიდა გზებზე 6-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის გზებზე 16 მიმართულებაზე ფიქსირდება მეწყრული კერა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში