საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადება 

29 ნოემბერი 2024, 10:09 226 ნახვა

განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, მათი როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება, მათივე განცხადებით  ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს.

ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას.

გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას - წერენ საგარეო საქმეთა სამინისტროს  თანამშრომელთა ნაწილი,  მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა, ნინო წილოსანის განცხადებით  საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები უფრო დამაჯერებლები იქნებიან, თუ თანამდებობებს დატოვებენ და საკუთარ ღირებულებებზე დაფიქრდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში