"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო

29 ნოემბერი 2024, 19:47 291 ნახვა

ნოემბრის სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ, პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" სრული შემადგენლობით შეიკრიბა და 2024/25 წლების სეზონის ჩელენჯ თასისთვის მზადებას შეუდგა. 

ქართული გუნდი ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირზე პირველ შეხვედრას  7 დეკემბერს თბილისში, ფრანგულ “ვანთან” გამართავს.

მოახლოებული თამაშისთვის "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა  გაფართოვებულ შემადგენლობაში 31 მორაგბეს უხმო, რომელთაგან 19 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. 

„შავი ლომის“ შემადგენლობა 2024/25 წლების სეზონში:

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, კახაბერ დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, ლუკა მატკავა, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა ცირეკიძე.

შეგახსენებთ, რომ  "შავმა ლომმა" წელს უკვე ითამაშა რაგბი ევროპის სუპერ თასზე და თასს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა. 

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში