უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს 2025 წელს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ჩვენ შეგვიძლია ეს, მაგრამ ევროპასთან ერთად, შეერთებულ შტატებთან ერთად, რა თქმა უნდა, და უკრაინასთან ერთად, როგორც ამ გარიგების მთავარ ნაწილთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთზე დონალდ ტრამპისა და ევროკავშირის მხრიდან დიდი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, ასევე, უნდა მოხდეს უკრაინის გაძლიერება და ამ შემთხვევაში, ომი სწრაფად შეიძლება დასრულდეს.
"მშვიდობა შეიძლება დადგეს 2025 წელს და ეს დამოკიდებულია მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილებებზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.