ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა, ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოხატული საქართველოში შექმნილ ვითარება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის თქმას, მთავრობის საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის. განცხადებაში ასამბლეა ასევე გმობს სასტიკ ზეწოლას მშვიდობიან დემონსტრაციებზე.